მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Financial Times-მა წლის ადამიანად Microsoft-ის გენერალური დირექტორი დაასახელა

5dfd2e8a8bd28
ნათია თაქთაქიშვილი
21.12.19 00:20
1270
Financial Times-მა წლის ადამიანად ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის გენერალური დირექტორი სატია ნადელა დაასახელა.

როგორც გაზეთის ჟურნალისტები განმარტავენ, ასეთი ტიტული ტოპმენეჯერმა აქციონერების მოგების ზრდისა და კომპანიის განვითარებისთვის მოიპოვა. მისი მმართველობის 6 წლის განმავლობაში კომპანიის აქციონერების ერთობლივმა მოგებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

2019 წელს ნადელას სხვა მიღწევად გაზეთმა ისიც დაასახელა, რომ ტექნოლოგიური კომპანია მედიის ტოპ თემებში ხშირად ფიგურირებდა.

Microsoft-ი მეწარმე ბილ გეითსმა და პოლ ალენმა 1975 წელს დააფუძნეს. ის არის ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია, რომელიც აწარმოებს კომპიუტრულ პროგრამებს სხვადასხვა მოწყობილობისთვის, დაწყებული პერსონალური კომპიუტერით დამთავრებული მობილური ტელეფონებით. Microsoft-ის სათაო ოფისი განთავსებულია ვაშინგტონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები