მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსების კატეგორია - ზრდა, ICT - კლება | ივნისში jobs.ge-ზე 7 801 ვაკანსია გამოქვეყნდა

ვაკანსიები

2026 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7,801 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (+4.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-21.8%).

თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+13.7%), ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია ერთადერთია, სადაც კლება დაფიქსირდა (1.3%).

2026 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, ანუ მეორე კვარტალში, jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 21,341 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.

2026 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით:

  • გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 5,698 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტია;
  • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 4,402 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტია.
  • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 4,853 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები