მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

615568d3187d0
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 16:17
533
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი იანს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს შეეხო.

ამასთან მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და რეგიონულ ჭრილში, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში პარტნიორობის საკითხები მიმოიხილეს.

განხილვის საგანი იყო ასევე ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება.

„ჩინურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას“, - ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები