მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან წავიდა

ლერი ბარნაბიშვილი

"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან წავიდა - უწყებაში bm.ge-ს უთხრეს, რომ ბარნაბიშვილი "პირადი განცხადების საფუძველზე" გადადგა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუწქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარწაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან", - წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

ბარნაბიშვილი პოსტზე 2024 წლის 5 მარტს დაინიშნა.

მანდამდე კი მისი სამუშაო გამოცდილება ასეთი იყო:

  • 10.03.2021 – 05.03.2024 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
  • 10.01.2020 – 10.03.2021 – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი
  • 02.12.2015 – 10.01.2020 – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
  • 21.11.2013 – 02.12.2015 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი
  • 14.05.2013 – 21.11.2013 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე
  • 07.02.2013 – 14.05.2013 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
  • 01.12.2009 – 07.02.2013 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი
  • 08.02.2008 – 01.12.2009 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი
  • 16.04.2007 – 08.02.2008 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • 25.01.2007 – 16.04.2007 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • 13.05.2005 – 25.01.2007 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი
  • 19.10.2004 – 13.05.2005 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი
  • 10.07.2004 – 19.10.2004 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი
  • 26.04.2004 – 10.07.2004 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი
  • 25.11.2003 – 13.04.2004 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის აღმოსავლეთის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი
  • 07.09.2000 – 15.10.2003 – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი — სხვადასხვა თანამდებობაზე
  • 03.08.1992 – 25.08.2000 – სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამსახური — სხვადასხვა თანამდებობაზე

ამჟამად ლაშა ხუციშვილს 5 მოადგილე ჰყავს: გიორგი კაკაურიძე, მიხეილ დუნდუა, მამუკა ბარათაშვილი, ეკატერინე გუნცაძე და ყოფილი მთავარი აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები