საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
მან ხმა საბურთალოს ოლქში, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.




























