მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრს უჭირს ახსნას, "რატომ აგროვებინებდნენ ვალს ტელევიზიებს"

5e04bf0fa34ac
ინგა მურუსიძე
26.12.19 18:14
1077
არ ვიცი, რატომ მისცეს ტელეკომპანიებს ვალების დაგროვების საშუალება, შეიძლება „სტრასბურგის გადაწყვეტილების კომპლექსი“ იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე პირადად ის საჯარო სექტორში მუშაობდა.

„მე არ ვამბობ, რომ რაც მოხდა, სწორი იყო. დღემდე არ ვიცი დასაწყისში რატომ ხდებოდა „რუსთავი 2“-ის წერილების გათვალისწინება გადავადებაზე; არ ვიცი, რატომ მისცეს საშუალება ვალის დაგროვების. ვერ გეტყვით ეგ უსუსურობის ბრალი იყო, ხათრის თუ რისი, მაგრამ ასე იყო. ამის შემდეგ უკვე იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება, რა დროსაც ალბათ ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდებოდა ასე მყარად ხისტ გადაწყვეტილებაზე წასვლა და პროცესი გაჩერდა ორი წლის განმავლობაში; ისევ დააგროვებინეს ის ვალი, რაც დააგროვა. მანამდე მეც არ მაქვს ახსნა რატომ აგროვებინებდნენ ვალს ტელევიზიებს. ჩემი ფუნქცია იყო ის, რომ რაც ხდებოდა ჩემამდე, არ ნიშნავს, რომ ის უნდა გაგრძელდეს მერეც. ჩემი ფუნქცია იყო, რომ ყველა გადამხდელი თანაბარ პირობებში ჩავაყენო და თანაბარი თამაშის წესები შემოვიტანო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კითხვაზე -  „ამ კონკრეტული ქეისის“ გამო, ხომ არ შეიძლება ის თანამდებობიდან წავიდეს, მინისტრი პასუხობს, რომ „თუ ამის გამო მოუწევს წასვლა, მაშინ კარგად ყოფილა ამ ქვეყნის საქმე“.

„რაღაც დროში ვგეგმავ წასვლას, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ საქმის გამო - არა. მე შევეცადე ამეხსნა, რატომ დაგროვდა ეს დავალიანება, სწორი იყო-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ დაგროვდა; შეიძლება ეს გამოიწვია იმ კოპლექსებმა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული. სტრასბურგამდე მე საჯარო სექტორში საერთოდ არ ვმუშაობდი“, - აღნიშნა მინისტრმა.


ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან ტელევიზიების დავალიანების საკითხზე - VIDEO

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები