მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო ნოემბრის ბოლოს 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენას გეგმავს

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო ნოემბრის ბოლოს 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენას გეგმავს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც თანხა დაემატება არის სპორტი, სადაც კონკრეტული სპორტული ფედერაციებისთვის დამატებით 15 მილიონი ლარის გამოყოფა განიხილება.

"საბოლოო ჯამში, 9 თვის მთლიან შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი ნორმალურად მიდის, თუმცა რიგ პროექტებში შესაძლოა იყოს თანხების აუთვისებლობა. ამიტომ ნოემბრის ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს წარმოვადგენთ, რომლითაც პროექტებსა და პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2025 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ 20.7 მილიარდი ლარის ნაცვლად 19.3 მილიარდი ლარი აითვისა, რაც გეგმის 93.3%-ია. გეგმით განსაზღვრულსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის სხვაობა 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, დაბალი ათვისების მქონე პროგრამებიდან მთავრობა თანხების იმ პროექტებზე გადატანას განიხილავს, სადაც ათვისების მაჩვენებლები უფრო მაღალია.

2025 წლის ბიუჯეტის ათვისება მხარჯავი უწყებების მიხედვით ფაქტობრივი ათვისება 9 თვის გეგმასთან მიმართებით:

მხარჯავი უწყება ფაქტობრივი ათვისება 2025 წლის 9 თვის განმავლობაში შესრულება 9 თვის გეგმასთან მიმართებით
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 6,585,923,048 100%
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2,057,970,485 91%
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1,761,241,762 91%
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1,221,810,791 89%
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 996,765,635 95%
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო
579,030,088 93%
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო
474,897,837 67%
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 263,041,517 83%
საქართველოს სპორტის სამინისტრო 240,429,234 96%
საქართველოს კულტურის სამინისტრო 174,704,841 73%
სახელმწიფო უსაფრთოების სამინისტრო 150,968,644 86%
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 143,819,126 88%
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 80,133,759 91%
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 79,600,993 82%
პარლამენტი 59,265,334 73%
მთავრობის ადმინისტრაცია 15,987,399 63%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები