ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენისთვის წარუდგინა - სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის დოკუმენტი უცვლელია და მისი ასიგნებების ზომა 2025 წლისთვის კვლავ 27 მილიარდ ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ბიუჯეტის ხელახალი წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო კალენდრის ვადების დაცვისთვის მოხდა და მისი ტექსტი პირველი მოსმენისთვის წარდგენილი დოკუმენტის ანალოგიურია, რადგანაც მეათე მოწვევის პარლამენტს ბიუჯეტის პროექტზე საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები არ მოუმზადებია.
"საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 5 ნოემბრისა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,"- ნათქვამია საბიუჯეტო კალენდარში.
2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბიუჯეტის ასიგნებების ზომა იქნება 27 მილიარდი ლარი, მთავრობა გეგმავს 21.18 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას, 1.98 მილიარდი ლარის საგარეო ვალების აღებას, 1.6 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას და 200 მილიონი ლარის საგარეო გრანტების მიღებას. მომდევნო წელს მთავრობა სამინისტროებში დასაქმებული 116,500 მოხელის ანაზღაურებაზე 2.91 მილიარდ ლარს დახარჯავს, რაც 2024 წელთან შედარებით 340 მილიონი ლარით მეტია.
2025 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტით, ასიგნებები უწყებებზე ასე ნაწილდება:
უწყების დასახელება | 2025 წლის გეგმა (მეორე წარდგენა) | სხვაობა 2024 წელთან, ზრდა/კლება |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 8,700,000,000 | 870,850,000 |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,200,000,000 | -200,700,000 |
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 2,885,000,000 | 376,956,000 |
თავდაცვის სამინისტრო | 1,600,000,000 | 220,000,000 |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,350,000,000 | 90,000,000 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 1,000,000,000 | 199,000,000 |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 745,000,000 | 57,000,000 |
კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 515,000,000 | 43,044,000 |
იუსტიციის სამინისტრო | 427,000,000 | 12,315,000 |
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 226,000,000 | 16,000,000 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | 200,000,000 | 12,500,000 |
საერთო სასამართლოები | 138,500,000 | 1,000,000 |
ცენტრალური საარჩევნო კომისია | 125,348,000 | -45,871,000 |
ფინანსთა სამინისტრო | 121,000,000 | 7,000,000 |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 108,000,000 | 6,000,000 |
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები | 103,956,100 | 17,320,100 |
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101,190,000 | 0 |
პროკურატურა | 68,000,000 | 4,800,000 |
მთავრობის ადმინისტრაცია | 29,000,000 | 2,000,000 |
სსიპ – სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი | 26,000,000 | 2,000,000 |
საქართველოს საპატრიარქო | 25,000,000 | 0 |
დაზვერვის სამსახური | 24,000,000 | 3,000,000 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 23,292,000 | 1,300 |
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 19,500,000 | 500,000 |
სპეციალური საგამოძიებო სამსახური | 19,000,000 | 1,000,000 |
უზენაესი სასამართლო | 18,800,000 | 1,400,000 |
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 16,000,000 | 1,000,000 |
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური | 13,700,000 | 1,200,000 |
სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო | 11,500,000 | 3,000,000 |
იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 10,600,000 | 40,000 |
სახალხო დამცველის აპარატი | 10,300,000 | -1,200,000 |
პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 10,000,000 | 400,000 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური | 8,500,000 | 500,000 |
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო | 7,600,000 | 1,100,000 |
საკონსტიტუციო სასამართლო | 6,800,000 | 600,000 |
სსიპ - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | 6,500,000 | 1,000,000 |
სსიპ - მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 5,600,000 | 340,000 |
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი | 5,100,000 | 300,000 |
სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 4,500,000 | 500,000 |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 4,300,000 | 300,000 |
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია | 3,600,000 | 300,000 |
სავაჭრო-სამრეწველო პალატა | 2,300,000 | 120,000 |
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო | 2,200,000 | 300,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში | 1,550,000 | 100,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში | 1,450,000 | 70,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში | 1,450,000 | 50,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში | 1,250,000 | 60,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში | 1,235,000 | 75,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში | 1,220,000 | 100,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში | 1,180,000 | 60,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 1,150,000 | 50,000 |
სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი | 1,150,000 | 50,000 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 1,120,000 | 40,000 |
ბიზნესომბუდსმენის აპარატი | 950,000 | 100,000 |
სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო | 700,000 | 100,000 |