ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ძირითადი გადასახადის შესრულება გეგმას ჩამორჩება, კერძოდ მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა 211 მილიონი ლარია.
ასევე გეგმას 101 მილიონი ლარით ჩამორჩება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) შესრულება, აქციზის გადასახადის შესრულება კი გეგმას 22 მილიონი ლარით ჩამორჩება. ასევე 6 მილიონი ლარით ჩამორჩება გეგმას იმპორტის გადასახადის შესრულებაც.
გადაჭარბებით კი შესრულდა საშემოსავლო გადასახადის მობილიზება, სადაც გეგმასთან მიმართებით გადაჭარბება 71 მილიონი ლარია.
ამასთან, მნიშვნელოვანი - 289 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის "სხვა გადასახადების" მუხლი, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 21 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.
| გადასახადი | ბიუჯეტის გეგმა 9 თვე - ლარებში | შესრულება ფაქტი - ლარებში | პროცენტული შესრულება გეგმასთან მიმართებით | სხვაობა გეგმასთან ლარებში |
| დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) | 6,024,000,000 ლარი; | 5,923,429,501 ლარი; | 98.3% | -100,570,499 ლარი; |
| საშემოსავლო გადასახადი | 5,499,000,000 ლარი; | 5,570,273,570 ლარი; | 101.3% | +71,273,570 ლარი; |
| მოგების გადასახადი | 2,385,000,000 ლარი; | 2,174,429,665 ლარი; | 91.2% | -210,570,335 ლარი; |
| აქციზის გადასახადი | 1,933,000,000 ლარი; | 1,911,411,651 ლარი; | 98.9% | -21,588,349 ლარი; |
| სხვა გადასახადები | 200,000,000 ლარი; | 488,776,698 ლარი; | 244.4% | +288,776,698 ლარი; |
| იმპორტის გადასახადი | 114,000,000 ლარი; | 107,873,568 ლარი; | 94.6% | -6,126,432 ლარი; |
| ჯამი გადასახადები | 16,155,000,000 ლარი; | 16,176,194,653 ლარი; | 100.1% | +21,194,653ლარი; |




























