მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

232

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელი “BELUGA”.

"ბრალდებული უაქციზო პროდუქციის რეალიზაციისთანავე იქნა დაკავებული.

ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები