მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური განათლება - სებ-ის სტრატეგია

ეროვნული ბანკმა, ფინანსური განათლების პორტალმა ფინედუმ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული მასწავლებლები გამოავლინეს.

მასწავლებელთა კონკურსი შარშან ივნისში გამოცხადდა. კონკურსის პირობების მიხედვით, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების მხარდაჭერა. კონკურსში მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩაერთნენ. კერძო და საჯარო სკოლების სხვადასხვა სკოლის 65 მასწავლებლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა. საბოლოოდ, ჟიურიმ, რომელიც კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 5 სპეციალური პრიზის, ორი – მეორე ადგილის და სამი – პირველი ადგილის მფლობელი გამოავლინა.

სტუმარი: ქეთი ახალკაცი - სებ-ის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები