მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფინბიურო“ ₾0.5 მლრდ-ის პორტფელს მართავს - 2020 წლიდან პორტფელის ზომა 350%-ით გაიზარდა

6383b50febd33
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.22 23:56
1287
სასესხო ვალდებულებების მართვის კომპანია „ფინბიურო“ დღეისთვის 0.5 მლრდ ლარის პორტფელს მართავს. კომპანიის პორტფელის ზრდასა და დასაქმებულთა რაოდენობაზე BMGtv-ის გადაცემა „Forbes კვირაში“ „ფინბიუროს“ დირექტორმა სოფო ვარამაშვილმა ისაუბრა.

„2015 წლიდან დღემდე კომპანიამ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ ყველაზე დიდი ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა. 2020 წელთან შედარებით ჩვენი პორტფელის ზომა დაახლოებით 330%-ით გაიზარდა და უკვე 0.5 მლრდ ლარის მოცულობის პორტფელს ვმართავთ“, - განაცხადა ვარამაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „ფინბიურო“ ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დიდი დამსაქმებელია, თანამშრომელთა უმრავლესობა ქალია.
„გენდერული თანასწორობა არ გვაქვს, რადგან დასაქმებულთა 80% ქალები არიან. საქართველოს ბაზარზე ძალიან დიდი დამსაქმებელი ვართ, 800-ზე მეტი ადამიანს ვასაქმებთ და ღია ვაკანსიები კიდევ გვაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთ ადამიანებს.

„ფინბიურო“ რეგიონებში 17 ფილიალს მართავს, სადაც მომხმარებელს უშუალოდ ფილიალში მისვლა, ჩვენს თანამშრომლებთან პირისპირ გასაუბრება და შეთანხმების მიღწევა შეუძლია. ფილიალები ლოკალურად თითქმის ყველა დიდ ქალაქში გვაქვს“, - აღნიშნა „ფინბიუროს“ დირექტორმა და დასძინა, რომ ამგვარად კომპანიას ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აქტორია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებების დაფარვაში დახმარების გაწევით, მოქალაქეებს აქტიურ ეკონომიკურ სამიანობაში აბრუნებს.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის „ფინბიუროს“ ჩართულობით ეკონომიკურ საქმიანობას, რაც ბანკებთან აქტიურ კომუნიკაციასაც მოიცავს 30 000 მოქალაქე დაუბრუნდა. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის ვადაგადაცილებული სესხების მომსახურებისასა გაწეული შეღავათი კი მხოლოდ მიმდინარე წლის 10 თვეში 30 მლნ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები