მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება - სტატისტიკა

ხელფასი ფული

ფიზიკური პირების დაკრედიტება ერთწლიან ჭრილში 18%-ით, 30.8 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ 2026 წლის ოქტომბრის (10 თვის) მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის დეტალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც მათ ეროვნულ ბანკს წარუდგინეს.

დოკუმენტის თანახმად, ამ სესხებიდან 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია მხოლოდ 277 მილიონი ლარის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 0.9%-ია. წლიურად ვადაგადაცილებული სესხების წილი 0.12 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (2025 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 1.02% იყო).

დაბალი ვადაგადაცილება ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელის ორ ძირითად ნაწილში - იპოთეკებსა და სამომხმარებლო სესხებში არსებულ დაბალ ვადაგადაცილების მაჩვენებლებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ₾15.25-მილიარდიან იპოთეკური სესხების პორტფელში ვადაგადაცილება მხოლოდ 0.48%-ია, ხოლო ₾17.59-მილიარდიან სამომხმარებლო კრედიტების პორტფელში ვადაგადაცილება 1.18%-ს შეადგენს.

თუმცა, ფიზიკური პირების სესხების სხვა კატეგორიებში შედარებით მაღალი ვადაგადაცილების მაჩვენებლებია, მათ შორის კი პირველ პოზიციას კვლავ ოვერდრაფტები იკავებს, რაც ხელფასით უზრუნველყოფილი სესხებია. ოვერდრაფტების პორტფელი 92.3 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ვადაგადაცილებულია 7.00% - ეს მაჩვენებელი ფიზიკური პირების სესხების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელს 7.8-ჯერ აღემატება, თუმცა წლიურ ჭრილში ის 1.15 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ვადაგადაცილების წილით მეორე ადგილს საკრედიტო ბარათები იკავებს, სადაც პორტფელის 2.12% არის ვადაგადაცილებული, მესამე ადგილზე კი მომენტალური განვადებებია, სადაც პორტფელის 1.81% არის ვადაგადაცილებული.

ფიზიკური პირების სესხები ვადაგადაცილების წილის მიხედვით (2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით):

სექტორი პორტფელი 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით - მლნ ლარი ვადაგადაცილების წილი
ოვერდრაფტები 92 მილიონი ლარი; 7.00%
საკრედიტო ბარათები 715 მილიონი ლარი; 2.12%
მომენტალური განვადება 591 მილიონი ლარი; 1.81%
საცალო ლომბარდული სესხები 737 მილიონი ლარი; 1.62%
სამომხმარებლო სესხები 17,589 მილიონი ლარი; 1.18%
სატრანსპორტო სესხები 308 მილიონი ლარი; 1.11%
იპოთეკური სესხები 15,246 მილიონი ლარი; 0.48%
სტუდენტური სესხები 8 მილიონი ლარი; 0.33%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები