მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთი და იტალია EU-ში ერთჯერადი შეფუთვის შეზღუდვების შერბილებას ცდილობენ

პლასტმასი

ფინეთი და იტალია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც მომავალ კვირას დაგეგმილ გარემოსდაცვით საბჭოზე “შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების მართვის” კანონპროექტზე საკუთარი აზრი უნდა დააფიქსირონ, მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს. საერთო განცხადება ორმა ქვეყანამ 13 დეკემბერს გაავრცელა.

ფინეთი და იტალია კანონპროექტიდან შეფუთვების ხელახალი გამოყენების მიზნობრივი ოდენობისა და ერთჯერად შეფუთვებზე ყველანაირი შეზღუდვის ამოღებას ითხოვენ. შეიძლება ითქვას, რომ იტალიურ-ფინური პოზიცია ევროკავშირის საერთო მიდგომისგან სრულიად განსხვავდება, რომელსაც იზიარებს ევროპული პარლამენტი, ევროპული კომისია და საბჭო. ამ ინსტიტუტებმა “შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების მართვის” (PPWR) ინიციატივა 12 დეკემბერს გამოაქვეყნეს.

18 დეკემბერს ბრიუსელში ჩანიშნულ გარემოსდაცვით საბჭოზე EU-ის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები PPWR-ის პუნქტებზე მოლაპარაკებებს დახურავენ, იტალიისა და ფინეთის წარმომადგენლები ერთჯერად შეფუთვაზე, განსაკუთრებით კი საკვებისა და სასმლის წარმოებაში, შეზღუდვების თავიდან აცილებას შეეცდებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ შესაფუთი მასალების რეგულირებას ხელშესახები გარემოსდაცვითი ეფექტი არ ექნება.

თუმცა როგორც გარემოს ევროპული ბიუროს წარმომადგენელი ჟან-პიერ შვეიცერი განმარტავს, ერთჯერად პაკეტებზე შეზღუდვა და მათი ხელახალი გამოყენება PPWR-ის ყველაზე ეფექტური ნაბიჯებია. მისი თქმით, ამ შეზღუდვებიდან გადახვევა ზრდის რისკს, 2030 წლამდე შესაფუთი მასალების დამატებით 7.3 მილიონი ტონა ნარჩენი გაჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები