მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთი პირველი ქვეყანაა, სადაც ციფრულ პასპორტს ტესტავენ

ციფრული პასპორტი ფინეთში

გამოცემა forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პირველად, ფინეთი თავის მოქალაქე მოგზაურებს აძლევს უფლებას, საზღვრის კვეთისას ფიზიკურის ნაცვლად ციფრული პასპორტები გამოიყენონ, რომლებიც  სმარტფონებში ექნებათ ჩაშენებული.  ევროკავშირს სურს, რომ 2030 წლისთვის კავშირში შემავალი ქვეყნების  სულ მცირე  80%-მა გამოიყენოს ციფრული პასპორტი.

 საპილოტე პროგრამა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო, ჯერჯერობით მხოლოდ ფინეთის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის თებერვლის ბოლომდე ფინეთის მოქალაქეები, რომლებიც ჰელსინკის, აეროპორტიდან პირობითად გაერთიანებული სამეფოს სამი აეროპორტის მიმართულებით გაფრინდებიან, შესაძლებლობა აქვთ სასაზღვრო კონტროლი ციფრული პასპორტით გაიარონ. სასაზღვრო სამსახურების ინფორმაციით, მოგზაურებს, რომლებიც ახალ ციფრულ პასპორტებს იყენებენ, შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლი იმაზე სწრაფად, რიგის გარეშე გაიარონ, ვიდრე ამას სტანდარტული პასპორტის მფლობელები აკეთებენ. 

ევროკავშირი საპილოტე პროექტს 2 მილიონ 300 ათასი ევროთი აფინანსებს. მსგავსი საპილოტე პროგრამების განხორციელება ზაგრების ფრანიო ტუჯმანის და ამსტერდამის აეროპორტში იგეგმება. 

ელექტრონული პასპორტის გაყალბება რთული პროცესია, რადგან პასპორტს ბიომეტრიული მონაცემების შემცველი RFID ჩიპი აქვს.