მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას განიხილავს

ჰელსინკი

ფინეთის მთავრობამ ახალი ინიციატივა გამოსცა, რომელიც რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას ფინეთში კერძო საკუთრების შეძენას აუკრძალავს. ინიციატივა თავდაცვის მინისტრ ანტი ჰაკენენს ეკუთვნის და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

აკრძალვა, შესაძლოა, ნებისმიერ ფონდსა და ფიზიკურ პირზე გავრცელდეს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას პოტენციურ საფრთხეს უქმნის ან EU-ს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიულ სუვერენიტეტს არღვევს.

ინიციატივის მიღების შემთხვევაში რუსებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მუდმივი რეზიდენტის სტატუსი ან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, უძრავი ქონების ყიდვა აღარ შეეძლებათ.

კანონპროექტი მხარდასაჭერად პარლამენტს წარედგინება, მანამდე კი მთავრობა ექსპერტებთან გაივლის კონსულტაციას.

ფინეთს უკვე აქვს კანონმდებლობა, რომელიც მთავრობას ზოგიერთ შესყიდვაში ჩარევის უფლებას აძლევს, თუმცა სრული აკრძალვა უპრეცედენტოა. ჰელსინკმა ქალაქის ძირითად ნაწილებში რუსეთის მოქალაქეებისთვის მსგავსი შეზღუდვა უკვე დააწესა, თუმცა, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ის ქვეყნის ფარგლებში სრულად გავრცელდება.

ცნობისთვის, ფინეთი NATO-ს გასული წლის აპრილში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა, რადგან ქვეყანა რუსეთთან 1340 კმ-იან საზღვარს იყოფს. მანამდე ფინეთი NATO-ში გაწევრიანებაზე უარს აცხადებდა და თავდაცვითი პოლიტიკის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები