მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინეთი უკრაინას $50 მილიონს გამოუყოფს - ზელენსკი

62189ee57e8cd
მარიამ ვარადაშვილი
25.02.22 13:24
867

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფინეთი უკრაინას 50 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. 

“ვისაუბრე ფინეთის პრეზიდენტთან. ჩვენს თავდაცვაზე მივაწოდე ინფორმაცია. მათ შორის კიევზე არსებულ სარაკეტო თავდასხმაზე. მადლოერი ვარ ფინეთის მიერ 50 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფის გამო. ეს მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ანტისაომარი კოალიციისთვის. მუშაობას ვაგრძელებთ.

ახლა გვჭირდება სანქციებისა და უკრაინის თავდაცვის ნაწილში დახმარების ზრდა”, - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რამდენიმე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინაში ინტერვენციას რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება უძღოდა წინ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები