მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებენ

6280db6a737fd
მარიამ ვარადაშვილი
15.05.22 15:03
987
ფინეთის პრეზიდენტმა საუდი ნიინისტომ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“დღეს, პრეზიდენტმა და მთავრობის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა ერთიბლივად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთი, რომელსაც ფინეთთან 1300 კმ. სიგრძის საერთო საზღვარი აქვს, აცხადებს, რომ ფინეთის მხრიდან მსგვასი ნაბიჯი შეცდომა იქნება და ეს ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები