მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

6426bc6317e98
მარიამ ვარადაშვილი
31.03.23 15:00
685
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. თურქეთის პალამენტი ალიანსის წევრი ქვეყნებიდან ბოლო საკანონმდებლო ორგანო იყო, რომელმაც ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტის რატიფიცირებას წინ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადება უძღოდა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ფინეთის გაწევრიანებას და ქვეყნის პარლამენტსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე“, – აცხადებდა ერდოღანი. საუბარია ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერებზე, რომელთაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს შვედეთში. ერდოღანი ამ პარტიას ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ამას უკავშირდება შვედეთის მიმართ მისი პრეტენზიებიც.

ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მათ წევრობაზე განაცხადს NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები