ბალტიის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს ერთმანეთს აკავშირებს, გაწყდა. როგორც ფინეთის პრემირ-მინისტრი, პეტერ ორპო აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
როგორც მან X-ზე დაწერა, Estlink-2 კაბელი 25 დეკემბერს დაზიანდა და ელექტროენერგიის გადაცემა შეწყვიტა. მისივე თქმით, შემთხვევის გამო ფინეთში ელექტრომომარაგებას პრობლემა არ შეექმნება.
აღსანიშნავია, რომ ბალტიის ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურა პასუხისმგებელი უწყებებისთვის გამოწვევად რჩება. გასულ თვეს ფინეთისა და გერმანიის, ასევე ლიეტუვასა და შვედეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელები დაზიანდა. მაშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავდა, რომ შემთხვევა "საბოტაჟი" იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება გერმანულ მხარეს არ წარუდგენია. მინისტრმა სავარაუდო საბოტაჟი რუსეთის ჰიბრიდული ომის კონტექსტში განიხილა.
ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი კაბელი წლის განმავლობაში, სარემონტო სამუშაოების გამო, თვითნებურადაც იყო გათიშული.