მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინური კომპანია Nurminen Logistics ჩინეთიდან საქართველოს გავლით საკონტეინერო გადაზიდვას იწყებს

627ab69b671f7
ნინო ტაბატაძე
10.05.22 23:50
1534
ფინურმა ლოგისტიკურმა კომპანიამ Nurminen Logistics-მა ტრანსკასპიური მარშრუტით სატვირთო გადაზიდვების დაწყების შესახებ განაცხადა.

პირველი სრულფასოვანი საკონტეინერო მატარებელი ჩინეთიდან 10 მაისს გამოემგზავრა. მატარებელი ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთს გაივლის და ევროპაში ჩავა.

Nurminen Logistics-ი ოფიციალურ პრესრელიზში წერს, რომ ახალი მარშრუტი ბოლო ორ თვეში, პრაქტიკულად ნულიდან შეიქმნა.

"ტრანსკასპიური მარშრუტი, რომელიც სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს მოიცავს, იდეალურად პასუხობს თანამედროვე სატრანსპორტო ჯაჭვის საჭიროებებს, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დრო და ეკოლოგიურობა. ჩინეთიდან ცენტრალურ ევროპამდე ტვირთის ჩასატანად 3-ჯერ ნაკლები დროა საჭირო ზღვით გადაზიდვასთან შედარებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე, კომპანია წერს, რომ ახალ მარშრუტზე დიდი მოთხოვნაა და ამიტომ პირველი შემადგენლობა სრულად დატვირთულია. უახლოესი მატარებელი, რომელიც 25 მაისს გამოიგზავნება, თითქმის შევსებულია. ყოველკვირეული რეისების დაწყება კი, ივნისიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები