მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინურმა ენერგოკომპანიამ რუსული თხევადი გაზის ყიდვა შეწყვიტა

სანქციები

ფინურმა სახელმწიფო კომპანიამ, Gasum-მა რუსეთიდან თხევადი გაზის (LNG) შესყიდვა და იმპორტი სრულად შეწყვიტა.

ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტია, რომელიც ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის რეალიზაციას უკრძალავს.

როგორც Gasum-ში აცხადებენ, ის სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და დაუყოვნებლივ წყვეტს რუსული LNG-ის იმპორტს.

სანქციების მე-14 პაკეტში პირველად მოხვდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირი, იგივე LNG, რომლის ყიდვასაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ისევ აგრძელებს და პროდუქტის ნაწილი, ევროკავშირის გავლით, ისეთ ქვეყნებში ხვდება, როგორებიცაა: ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. შეზღუდვის თანახმად, ევროპულ კომპანიებს კვლავ ექნებათ უფლება შეიძინონ რუსული LNG, მაგრამ აეკრძალებათ მისი რეექსპორტზე გატანა. ამას გარდა, რუსეთში ახალი LNG პროექტებისთვის ინვესტიციების, სერვისისა და საქონლის მიწოდება აიკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები