მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინურმა Fortum-მა რუსეთისგან მილიარდობით დოლარის აქტივების კომპენსაცია მოითხოვა

fortum

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fortum-მა რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივების კომპენსაცია მოითხოვა.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, გასულ 2023 წელს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ უკანონოდ მოახდინა Fortum-ის კუთვნილებაში არსებული აქტივების კონფისკაცია, რის გამოც კომპანიამ დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარის ფინანსური ზარალი მიიღო.

Fortum-ის პორტფელში რუსეთში განთავსებული არაერთი ენერგეტიკული სადგური, ქარხანა და აქტივი იყო თავმოყრილი, თუმცა ამჟამად კომპანიას ამ აქტივებზე კონტროლი დაკარგული აქვს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ დასავლური კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევა და მათი ნაციონალიზაცია დაიწყო. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები