მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ის შეფასებით, სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესი ბანკებისთვის გაურკვევლობას ზრდის

fitch
01.11.24 20:05
6288

საკრედიტო სააგენტო Fitch-ის თანახმად, სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესი ბანკებისთვის გაურკვევლობას ზრდის.

"სანქციების აღსრულების საკითხზე ეროვნული ბანკის {პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას} ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება ზრდის რისკებს საქართველოს ბანკებისთვის", - წერია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, Fitch-ის ანგარიშში წერია, რომ ეროვნული ბანკის მიერ არჩევნების კვირაში გაყიდული 100 მლნ დოლარი ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ იყო მიმართული. ორგანიზაცია ლარის სისუსტეს მთავარ რისკად ასახელებს საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში, რადგან მთავრობის ვალის 71% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ადეკვატურობის დონეს ქვემოთაა.

ორგანიზაცია საქართველოში პოლიტიკურ გარემოსაც აფასებს და წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა შეამციროს.

უფრო მეტიც, Fitch-ის თანახმად პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება, რამაც შესაძლოა, შეაფერხოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხი. ამ უკანასკნელის გამო, 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააჩერა 280 მლნ დოლარის ღირებულების პროგრამა [Stand-By პროგრამა].

"ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შესაძლოა შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა, დაასუსტოს საქართველოს პატარა, ღია ეკონომიკის შესაძლებლობები დოლარიზაციის მაღალი დონის გათვალისწინებით ეფექტურად უპასუხოს გარე შოკებს", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები