მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-მა ჩინეთის საკრედიტო პერსპექტივა შეამცირა

ჩინეთი

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩინეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, რეიტინგის პერსპექტივა ნეიტრალურიდან ნეგატიურამდე ჩამოქვეითდა, რაც ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Moody’s-მაც, რაც ჩინეთის მიმართ ანალიტიკოსების მოლოდინების გაუარესებაზე მიუთითებს.

ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს შორის ექსპერტები საბანკო სექტორში დაგროვილ რისკებს, სამთავრობო ვალის მოცულობის ზრდას და კოლაფსის პირას მყოფ უძრავი ქონების სექტორს ასახელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები