მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა და Moody’s-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი მკვეთრად შეამცირეს

622061533e6f2
გიორგი თოლორდავა
03.03.22 10:38
965
უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების დაწესების გამო, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა, Fitch-მა და Moody’s-მა რუსეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მკვეთრად შეამცირეს რისკიან, ე.წ. „junk” დონემდე.

Fitch-მა რუსეთის რეიტინგი “BBB” (საინვესტიციო) დონიდან "B"-მდე შეამცირა, რაც რისკიან კატეგორიას გულისხმობს.

Moody’s-მა კი ქვეყნის რეიტინგი “Baa3”-დან 6 საფეხურით, პირდაპირ “B3” დონემდე ჩამოაქვეითა, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთს მხოლოდ ერთი საფეხური აშორებს ე.წ. „დეფოლტის“ კატეგორიას ანუ მის არაკრედიტუნარიანად აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთის გრძელვადიანი სუვერენულ რეიტინგი რისკიან დონემდე ჩამოაქვეითა S&P Global-მაც.

Fitch-ის ინფორმაციით, 1997 წლის შემდეგ ეს მოკლე ვადაში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შემცირების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვითარების სიმწვავეს.

სააგენტოების შეფასებით, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რუსეთის ეკონომიკასა და საბანკო-საფინანსო სექტორებზე დაწესებული სანქციები მკვეთრად ზრდის საინვესტიციო რისკებს და შესაძლებელია, რუსეთმა ვალდებულებების დროული მომსახურება ვერ შეძლოს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები