მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოში მოქმედი ორი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

6119064de0972
BM.GE
15.08.21 16:16
1524
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოში მოქმედი ორი ბანკის გრძელვადიან საკრედიტო რეიტინგს გადახედა, პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “სტაბილურისკენ” შეცვალა და “BB+”-ზე დააფიქსირა. საუბარია “პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და “ჰალიკ ბანკ საქართველოზე”. სულ რამდენიმე დღის წინ სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგიც “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” შეცვალა.

Fitch განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ კომერციულ ბანკებს დახმარებას გაუწევენ მათი მშობელი კომპანიები ProCredit Holding AG & Co და JSC Halyk Bank.

Fitch ასევე ასახელებს, თუ რა ფაქტორებს შეეძლო ბანკების რეიტინგის გაუმჯობესება ან გაუარესება. მაგალითად, პროკრედიტ ბანკის რეიტინგი მეტად გაუმჯობესდებოდა, თუ საქართველოს სუვერენული რეიტინგი უფრო პოზიტიურისკენ შეიცვლებოდა. ჰალიკ ბანკს კი დაეხმარებოდა როგორც საქართველოს ასევე მისი მშობელი კომპანიის რეიტინგის გაუმჯობესება.

მეორე მხრივ, ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი გაუარესდებოდა თუ საქართველოს, როგორც ქვეყნის რისკი გაიზრდებოდა ან მათი მშობელი კომპანიების რეიტინგი ან მათი მხარდაჭერის შეფასება გადაიხედებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები