მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

tbc
13.11.26 14:15
• 219

Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და ბანკის „BB“ რეიტინგი დაადასტურა. ასევე, დადასტურდა თიბისი ბანკის დამოუკიდებელი საკრედიტო რეიტინგი (VR) „bb“ დონეზე.

Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვან პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერი ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი.

Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის საკრედიტო პროფილის გაძლიერება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, სექტორში შემოსავლებისა და დაკრედიტების ზრდას და, განსაკუთრებით, თიბისის ძირითადი საკრედიტო მაჩვენებლების გაძლიერებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები