მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი შეზღუდული დეფოლტის დონემდე შეამცირა

fitch

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. კონკრეტულად კი უცხოურ ვალუტაში ემიტენტების გრძელვადიანი დეფოლტის რეიტინგი “C” დონიდან “RD”-მდე (შეზღუდული დეფოლტი) შემცირდა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

Fitch-მა ასევე 2026 წლის 750 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდის რეიტინგი „C“-დან „D“-მდე შეამცირა. ამ დონის რეიტინგი ენიჭება სახელმწიფოს ან ემიტენტს, რომელმაც ყველა ფინანსურ ვალდებულებებთან მიმართებით დეფოლტი გამოაცხადა. სხვა უცხოური ვალუტის ობლიგაციებზე კი „C“ დონეზე დაადასტურა.

სააგენტომ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი 2026 წლის ევრობონდებზე კუპონის გადახდის 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ შეამცირა. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ვალდებულებების გადახდის ვადა 2024 წლის პირველ აგვისტოს ამოიწურა.

Fitch-ს რეიტინგი უკრაინის საკრედიტო რეიტინგს კიდევ 2024 წლის 6 დეკემბერს გადახედავს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 9 აგვისტოს უკრაინის მთავრობამ 19,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სუვერენული ევროობლიგაციების და Ukravtodor-ის სახელმწიფო გარანტირებული ობლიგაციების 0,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით რესტრუქტურიზაციაზე თანხმობის მიღების პროცედურის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. Fitch-ის შეფასებით, ეს შეთავაზება ითვალისწინებს ძირისა და პროცენტის შემცირებას და ვალდებულებების დაფარვის ვადების გახანგრძლივებას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი აგვისტოს დასაწყისში S&P Global Ratings-მაც შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები