მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა! ®

628cc85677ed7
BM.GE
24.05.22 15:56
837
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა "ბაზისბანკს" საერთაშორისო გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating)“ „B+“-ზე, სტაბილური პროგნოზით, ასევე, მდგრადობის რეიტინგი (VR) „B+“-ზე დაუდასტურა.

Fitch-ის თანახმად, დადებითი რეიტინგის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, საფუძვლად უდევს ბანკის თანმიმდევრული, გონივრული და სტაბილური ზრდა.

Fitch-მა აქცენტი გააკეთა იმ პოზიტიურ ფაქტორებზე, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს ბაზისბანკის ფინანსურ და საკრედიტო მდგომარეობის მდგრადობას. ასეთი ფაქტორები მოიცავს როგორც საოპერაციო გარემოს ელემენტებს, როგორიცაა, 2022 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის 3.2%-დან 5.8%-მდე ზრდა (Fitch-ის პროგნოზით), ისე ბანკის თანმიმდევრული და მდგრადი ექსპანსიის პოლიტიკის შედეგები:

• საოპერაციო შემოსავლები რისკით შეწონილი აქტივების 1.7%-დან - 2.3%-მდე გაიზარდა და თითქმის დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს (2.9%);
• პანდემიური 7.5%-ანი პრობლემური პორტფელის მაჩვენებელი, 2021 წლის მდგომარეობით 4.7%-მდე შემცირდა, რაც, დღეის მდგომარეობით, დამატებით გაუმჯობესდა 3.4%-მდე;
• ბანკის გაფართოების შედეგად, 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებული აქტივების 3%-ანი ბაზრის წილის 4.5%-მდე და ბანკის საცალო პორტფელის წილის ზრდა.

ეკონომიკური გარემო კვლავ რჩება ძირითად რისკ ფაქტორად. საქართველოს საოპერაციო გარემო მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ, რაც ზრდის ზეწოლას საბანკო სექტორზე.

ამის მიუხედავად, ძლიერი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, მნიშვნელოვნად ამცირებს საბანკო სექტორზე საოპერაციო გარემოს ზეწოლას და ანეიტრალებს რისკებს, რითიც მდგრადობას და სტაბილურობას უნარჩუნებს ქართულ საფინანსო სექტორს.

"ბაზისბანკი" აქტიურად განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას ბაზარზე და მომავალში, საკუთარი საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოიაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები