მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს

63a5fbe45b04a
ნინო ტაბატაძე
24.12.22 11:00
957
Fitch Ratings-მა "საქართველოს რკინიგზას" კომპანიას გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით - „სტაბილური“.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ელის, რომ 2022 წელს, გაუმჯობესდება კომპანიის საოპერაციო შემოსავლები, რადგანაც ის სარგებელს მიიღებს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, აზია-ევროპის ტვირთების გადამისამართებით სამხრეთ მარშრუტებზე, მათ შორის საქართველოზე.

„ეს გამოიწვევს საოპერაციო შემოსავლების მატერიალურ ზრდას, რაც გადააჭარბებს ინფლაციით გამოწვეული ხარჯების ზრდას“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ GR-ის ფინანსური პროფილი კვლავ დაუცველია სასაქონლო და სავალუტო, ასევე რეგიონთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკებისგან.

კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, Fitch-ის საპროგნოზო მაჩვენებლებია:

• საოპერაციო შემოსავლების ზრდა - 2022-2026 წლებში, საშუალოდ 7.9%-ით;
• საოპერაციო ხარჯების ზრდა - 2022-2026 წლებში, საშუალოდ 8.1% -ით;
• წმინდა კაპიტალური ხარჯები - 2022-2026 წლებში საშუალოდ 274 მლნ ლარი;
• ვალის ღირებულება 2022-2026 წლებში 4.1%;

„საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი დეკემბერში ასევე განაახლა სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა. 16 დეკემბერს გავრცელებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის რეიტინგი „BB-„ დონემდე გაიზარდა, პროგნოზით „სტაბილური“ გახდა.

პროგნოზის გაუმჯობესება მეტწილად განპირობებულია რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდით და შესაბამისად, საოპერაციო მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესებით. კერძოდ, 2022 წლის 9 თვეში კომპანიის შემოსავალი 491 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 278 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები