მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკაში აბიტურიენტების 38% ჩაიჭრა, ქიმიაში 22%, მათემატიკაში 12% - ეროვნული გამოცდების შედეგები

NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნული გამოცდები წარმატებით 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 80%-ია.

საგნების მიხედვით სტატისტიკური ანალიზი მოწმობს, რომ 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა.

საგნების მიხედვით აბიტურიენტების შედეგები ასე ნაწილდება:

  • ფიზიკა - სულ წერდა 945 აბიტურიენტი, მათგან 38.41%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდაზე მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75;
  • ქიმია - სულ წერდა 2609 აბიტურიენტი, მათგან 22.12%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75 ქულა.
  • მათემატიკა - სულ წერდა 15 766 აბიტურიენტი, მათგან 12.27%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 51, ხოლო ზღვარი 10.2 ქულა.
  • ბიოლოგია - სულ წერდა 3 665 აბიტურიენტი, მათგან 15.88%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო მინიმალური ზღვარი 17.5 ქულა.
  • ისტორია - სულ წერდა 19 508 აბიტურიენტი, მათგან 2.7%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო ზღვარი 15 ქულა.
  • გეოგრაფია - სულ წერდა 2 254 აბიტურიენტი, მათგან 10.91%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 59, ხოლო ზღვარი 14.75 ქულა.
  • ინგლისური ენა - სულ წერდა 37 904 აბიტურიენტი, მათგან 4.75%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო გამსვლელი ქულა 14.
  • ქართული ენა და ლიტერატურა - სულ წერდა 39 600 აბიტურიენტი, მათგან 4.27%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო მინიმალური ზღვარი 15 ქულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები