მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების კრედიტებში ყველაზე მეტი ვადაგადაცილება ოვერდაფტების სესხებშია

ბანკი საკრედიტო ბარათი

ოვერდრაფტის სესხი მომხმარებელს მოკლევადიანი პერიოდით საკუთარი ხელფასის უზრუნველყოფით თანხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, ამ კატეგორიის სესხებში ვადაგადაცილების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

თუკი მთლიანად საცალო სესხების სეგმენტში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების წილი მხოლოდ 1.3%-ია, ოვერდრაფტების კრედიტებში ვადაგადაცილება 7.5%-ს შეადგენს. ამ კატეგორიის სესხების მთლიანი პორტფელია 77 მილიონი ლარი, საიდანაც 5.8 მილიონი ლარის სესხები 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია.

აღნიშნული კრედიტების მაღალი რისკის მაჩვენებელი გათვალისწინებულია მათ საპროცენტო განაკვეთშიც, რაც საშუალოდ 20-26%-ის ფარგლებში მერყეობს.

საცალო სეგმენტის სესხების ვადაგადაცილებების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • იპოთეკური სესხები - 10.9 მილიარდი ლარი, ვადაგადაცილებულია 0.8%;
  • სამომხმარებლო სესხები - 9.6 მილიარდი ლარი, ვადაგადაცილებულია 1.6%;
  • საკრედიტო ბარათები - 465 მილიონი ლარი, ვადაგადაცილებულია 2.6%;
  • განვადებები - 426 მილიონი ლარი, ვადაგადაცილებულია 1.2%;
  • სალომბარდე სესხები - 320 მილიონი ლარი, ვადაგადაცილებულია 1.6%;
    კრედიტები ავტომობილის შესაძენად -183 მილიონი ლარი, ვადაგადაცილებულია 0.8%;
    ოვერდრაფტები - 77 მილიონი ლარი, ვადაგადაცილებულია 7.5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები