მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიმდინარე FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში საკუთარ მოთამაშეებს უპრეცედენტო ოდენობის ფულად ბონუსს დაჰპირდა. საუბარია თითოეულ მოთამაშეზე 1 მილიონიან ბონუსზე, რომელიც აქამდე ევროპული კლუბების მხრიდან არასდროს გაცემულა.
ფლორენტინო პერესი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირად მიიჩნევს და მოთამაშეებს სთხოვს, რომ ღონისძიებას არა როგორც მომდევნო სეზონის მოსამზადებელ ტურნირს, არამედ სრული სერიოზულობით მოეკიდონ.
“რეალი” ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ “პარის სენ ჟერმენს” შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს “ფლუმინენსე” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, მიმდინარე ტურნირიდან ნახევარფინალში გასვლით “რეალმა” $61 მილიონზე მეტის მიღება გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ კლუბს ფინანსური სარგებლის სახით $125 მილიონი გადაეცემა.




























