მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფლორიდაში ქარიშხალ "მილტონს" 14 ადამიანი ემსხვერპლა - The Washington Post

ფლორიდა

ფლორიდის შტატში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხლის შემდეგ ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებს უბრუნდება. ოფიციალური ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა, მათგან 6 მანამდე, ვიდრე "მილტონი" ხმელეთზე დაეშვებოდა. The Washington Post-ის ინფორმაციით, მსხვერპლი სეინტ-ლუსის ოლქში მოვარდნილ ტორნადოს მოჰყვა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა ფლორიდის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთამდე სრულ ტერიტორიაზე - განსაკუთრებით დაზიანდა სანქტ-პეტერბურგის შუშის გუმბათიანი სტადიონი, განადგურდა გზები და ხიდები. 3 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტრობა ამ დრომდე არ მიწოდება 2.5 მილიონ ადამიანს.

ჰილსბურგის ოლქის საგანგებო სერვისების ინფორმაციით, მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე მაშველებს 700 ადამიანის გადარჩენა და წყლით დაფარული სახლებიდან გამოყვანა მოუხდათ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებას დაემორჩილა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაცილებით მწვავე შედეგებს ელოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტერიტორიამ ორი კვირით ადრე უკვე გადაიტანა ქარიშხალი "ჰელენი". თუმცა "მილტონი" ზღვიდან ხმელეთზე გადმოსვლამდე შესუსტდა და მე-5-დან მე-3 კატეგორიამდე ჩამოქვეითდა, ქალაქ ტამპას კი პირდაპირი დარტყმა აარიდა და ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიას დაატყდა თავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები