Flydubai აცხადებს, რომ ნოემბრიდან ფრენებს დუბაიდან ისრაელის მიმართულებით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Flydubai პირდაპირ რეისებს დუბაისა და თელავივს შორის დღეში ორჯერ შეასრულებს. ბილეთის შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ისრაელის მოქალაქეები ქვეყნებს შორის გადაადგილებას ვიზის გარეშე შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ისრაელის მთავრობას ავიაკომპანიებმა Israir-მა და Arkia-მაც მიმართეს.
ავიაკომპანიების განცხადებით, მათ აქვთ სურვილი ფრენები დაიწყონ დუბაის მიმართულებით 9 დეკემბრიდან, თუმცა სახელმწიფოს ზუსტი გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.