სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების სიხშირეს გაზრდის. კერძოდ, 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, დუბაისა და თბილისს შორის 51 დამატებითი რეგულარული ფრენა შესრულდება.
სააგენტოს ცნობითვე, ჯამურად, ავიაკომპანია ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს. სააგენტომ Flydubai-ს დამატებითი რეისების შესრულების ნებართვა 9 დეკემბერს მიენიჭა.