მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flynas ზაფხულში ბათუმის აეროპორტიდანაც იფრენს - „ვოიაჟერი"

63cfac4871df5
მარიამ ვარადაშვილი
24.01.23 14:11
1930
ტურისტული კომპანია „ვოიაჟერის" დირექტორი სოფო აზარაშვილი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ბიუჯეტური ავიაკომპანია Flynas საქართველოში ოპერირების გაგრძელებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონზეც გეგმავს.

ავიაკომპანია გასულ წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ოპერირებდა, თუმცა ახლა მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს. საქართველოში ავიაკომპანიას „ვოიაჟერი” წარმოადგენს. როგორც კომპანიის დირექტორმა bm.ge-ის განუცხადა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Flynas ბათუმის აეროპორტიდანაც განაახლებს ფრენებს.

“საუდის არაბეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, რადგან აქედან ძირითადად მხარჯველუნარიანი ვიზიტორები ჩამოდიან. ვნახეთ, რომ 2022 წელს უფრო დიდი აქტივობა იყო, ვიდრე 2021 წელს. Flynas-თან ერთად საუდის არაბეთში ბევრ აქტივობას ვატარებთ იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს. ეს ავიაკომპანია წელს ოთხი მიმართულებით ასრულებდა ფრენებს და ქვეყნის ორ აეროპორტში ოპერირებდა. ავიაკომპანია 2023 წელსაც გეგმავს საქართველოში ფრენებს და აპირებს კიდევ უფრო განავითაროს ეს მიმართულება. რაც შეეხება საუდის არაბეთის ბაზარს, დავინახეთ, რომ სხვა ავიაკომპანიებმაც დაიწყეს ოპერირება, რაც გვიხარია, რადგან ეს მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გეგმაა 2023 წელს ეს ბაზარი კიდევ უფრო განვავითაროთ”, - ამბობს სოფო აზარაშვილი.

გასულ წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში 119 921 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წელთან შედარებით 59.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები