მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფოლკსვაგენი" თურქეთში ქარხნის აშენებას აპირებს

5d8de66d73091
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 22:15
1254
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია "ფოლკსვაგენი" საქართველოს მეზობელ თურქეთში ახალ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში აღმოსავლეთ ევროპისთვის ავტომობილებს დაამზადებენ. 

როგორც გერმანული ბიზნეს-პორტალები კომპანიის მმართველი საბჭოს წევრ ანდრეას ტოსტმანზე დაყრდნობით იუწყებიან, ამ ეტაპისთვის საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქეთის ხელისუფლებასთან ფინალურ ფაზაშია. მისივე ინფორმაციით, საბოლოო დეტალები დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.
 
გერმანული მედიის წერს, რომ  კომპანია ქარხნის მშენებლობისთვის 1 მილიარდ ევროს გამოჰყოფს. საწარმო წლიურად 300 000 ავტომობილს აწარმოებს, პირველ ეტაპზე სედან "ფოლკსვაგენ პასატსა" და "შკოდა სუპერ ბეს" გამოუშვებენ, რომლებითაც აღმოსავლეთ ევროპულ ბაზარზს შეავსებენ.

საწარმოს აშენება 2022 წელს ქალაქ მანისაში იგეგმება, რომელიც იზმირთან ახლოს მდებარეობს. ფაბრიკაში 4000 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ "ფოლკსვაგენი" თურქეთში დიდ ექსპორტს აწარმოებს. საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ბოლო წელში 170.000 Volkswagen შევიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები