მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონ დერ ლაიენი თვლის, რომ ამერიკასთან EU-ს სავაჭრო ომით მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი გაიხარებდა

სავაჭრო შეთანხმება
BM. GE
25.08.25 20:43
1596

გერმანული გამოცემისთვის დაწერილ წერილში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკასთან დადებული სავაჭრო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელმოწერილი გარიგებით ევროპაში ყველა კმაყოფილი არ არის, თუმცა ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არც არსებობდა. ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ საპასუხო ტარიფების დაწესება რიგით მოსახლეობას, დასაქმებულ ხალხსა და ინდუსტრიებს ძვირი დაუჯდებოდათ.

ამასთან შედარებით კი ტარიფების 15%-ზე შენარჩუნებამ ევროპას მეტი სტაბილურობა მოუტანა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ჩაშლის სცენარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმების ვერ მიღწევა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს გაახარებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები