მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონ დერ ლეიენის განცხადებით, უკრაინის საკითხზე ანგარიში შემდეგ კვირაში იქნება

62a5920baf82f
მარიამ ვარადაშვილი
12.06.22 11:21
1150
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ევროკომისია უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით საკუთარი შეფასების ანგარიშს შემდეგი კვირის ბოლოს მოამზადებს.

აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ ლეიენი კიევში უკვე მეორედ ჩავიდა. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, 27 წევრი ქვეყანა ერთხმად უნდა დაეთანხმოს უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. ამის შემდეგ კიევთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარიმართება იმ რეფორმებზე, რომელსაც ევროკავშირი წევრობის განხილვის სანაცვლოდ უკრაინისგან მოითხოვს.

“თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გაგრძელება. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში 28 თებერვალს გააკეთა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები