ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვი და ორი ქალია.
ამ დროისთვის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კლინიკაში 5 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 2 მცირეწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
























