მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FoodHub-ი - სტარტაპი, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს ონლაინ ყიდის

607c7f6b8e166
მარიამ იზორია
18.04.21 22:42
2105
FoodHub-ი - პირველადი მოხმარების პროდუქტების ონლაინ აუთლეტმაღაზიაა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებსა და მომხმარებელს შუამავლის გარეშე აკავშირებს. სტარტაპის დამფუძნებელთა განცხადებით, მომხმარებლებს foodhub.ge-ზე პროდუქუციის შეძენა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად და მიტანის მოქნილი სერვისით შეუძლიათ.

პლატფორმა 2 თვეა, რაც ბაზარზე ფუნქციონირებს და უკვე 5 სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს. „ამ დროის განმავლობაში FoodHub-მა 150 შეკვეთის მიღება და 400-მდე პროდუქციის რეალიზება შეძლო“, - უყვებიან bm.ge-ის „ფუდჰაბის“ დამფუძნებლები ეკატერინე ხელაძე და ნათია კაპანაძე.

მათივე ინფორმაციით, “ფუდჰაბმა“ საწყისი ფინანსები საქართველოს უნივერსიტეტისა და ფიუჩერ ლაბორატორიის მხარდაჭრით მოიზიდა და სტარტაპი ამჟამად 5 ადამიანს ასაქმებს.

როგორც ფუდჰაბის დამფუძნებლები bm.ge-სთან აღნიშნავენ, რომ მათ მიზანს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციით უზრუნველყოფა წარმოადგენს

„ევროპაში კაფეები და სუპერმარკეტები მომხმარებელს მალფუჭებად და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქციაზე ფასდაკლებას სთავაზობენ; საქართველოში ამ მიმართულებით ნაკლებად მუშაობენ, არადა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაბალი შემოსავლის გამო საკვებ პროდუქციაზე წვდომა შეზღუდულია და მაღალია ნუტრიციული შიმშილის მაჩვენებელი. საქართველოში უამრავი საკვები პროდუქცია ნადგურდება, ეს გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციეთ და შევქმენით ხელსაყრელი პლატფორმა როგორც კომპანიებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ვფიქრობთ, აუცილებელია, მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ საკვები, დავზოგოთ არსებული ადამიანური, მატერიალური თუ გარემოს რესურსები და ნაკლები ზიანი მივაყენოთ სამყაროს“, - აცხადებენ სტარტაპერები.

FoodHub-ის უახლოეს გეგმაში აპლიკაციის ჩაშვება შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები