მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა | ვინაა სიის სათავეში?

642d69e9d732e
გიორგი თოლორდავა
05.04.23 18:00
722
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს.

2023 წლის რეიტინგის სათავეში მოდის ინდუსტრიის ტიტანი, ბერნარ არნოა, რომლის ქონების შეფასება 211 მილიარდ დოლარს შეადგენს. არნო უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც 100-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს.

Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს ილონ მასკი იკავებს. Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელს დაახლოებით 180 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.

მესამე ადგილს ელექტრონული კომერციის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი ქონების შეფასება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ტრადიციულად, 2023 წელსაც გლობალურ რეიტინგში ძირითადად ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები დომინირებენ.


გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ ათეულს:


1. ბერნარ არნო - $211 მლრდ | LVMH

2. ილონ მასკი - $180 მლრდ | Tesla

3. ჯეფ ბეზოსი - $114 მლრდ | Amazon

4. ლარი ელისონი - $107 მლრდ | Oracle

5. უორენ ბაფეტი - $106 მლრდ | Berkshire Hathaway

6. ბილ გეიტსი - $104 მლრდ | Microsoft

7. მაიკლ ბლუმბერგი - $94.5 მლრდ | Bloomberg

8. კარლოს სლიმი - $93 მლრდ | América Móvil

9. მუკეშ ამბანი - $83.4 მლრდ | Reliance Industries

10. სტივ ბალმერი - $80.7 მლრდ | Microsoft

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები