მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი გამოავლინა

63690f935cd02
გიორგი თოლორდავა
07.11.22 23:50
3148
გლობალური რეცესიის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ომისა და ენერგოკრიზისის ფონზე, ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი გამოავლინა.

2022 წლის რეიტინგის შედგენის პროცესში 57 ქვეყნიდან გამოიკითხა 150,000 დასაქმებული. მათ კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს, მათ შორისაა, სამუშაო პირობები, განვითარების შესაძლებლობები, კორპორაციული გავლენა, უნარების განვითარება, თანასწორობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ბრენდის იმიჯი.

გამოკითხვის შედეგად Forbes-მა საუკეთესო 800 კომპანია გამოავლინა, მათ სათავეში კი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung-ია, რომელიც 266,673 თანამშრომელს ასაქმებს და ყველაზე მაღალ შეფასებებს იმსახურებს.

გთავაზობთ საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგს:

1. Samsung - 266,673 თანამშრომელი;
2. Microsoft - 221,000
3. IBM - 250,000
4. Alphabet (Google) - 156,500
5. Apple - 154,000
6. Delta Air Lines - 80,000
7. Costco - 288,000
8. Adobe - 25,988
9. Southwest Airlines - 55,093
10. Dell - 133,000
11. Lockheed Martin - 114,000
12. Cisco - 79,500
13. BMW - 118,909
14. Amazon - 1,608,000
15. Decathlon - 100,000
16. Adidas - 61,401
17. Airbus - 125,000
18. Ferrari - 4,556
19. Fraunhofer - 30,028
20. Reliance Industries - 230,000.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები