მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი/დაბალი - სად არის საქართველო?

მონეტარული

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი ქვეყნების ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებული განაკვეთები გავლენას ახდენენ მომხმარებლის მიერ იპოთეკური სესხის აღების ტენდენციებზე, ბიზნესის ინვესტიციებსა და ვალუტის ღირებულებაზეც.

მაშინ, როცა ზოგი ქვეყანა ეკონომიკური ზრდისა და მომხმარებელთა დანახარჯების სტიმულირებისთვის რეფინანსირების განაკვეთს დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებენ, სხვები არჩევენ, ინფლაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტად სწორედ მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამოიყენონ. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი თითოეული ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე, მათ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.

Trading Economics-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, 2026 წლის მაისი/ივნისის რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი ამ ქვეყნებში იყო:

  1. ვენესუელა - 59.04%
  2. თურქეთი - 37%
  3. ზიმბაბვე - 30%
  4. არგენტინა - 29%
  5. ნიგერია - 26.5%
  6. მალავი - 24%
  7. ირანი - 23%
  8. ლიბანი - 20%
  9. ეგვიპტე - 19%
  10. ყაზახეთი 17%

იმ ქვეყნების ათეული, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე დაბალია, ასე გამოიყურება:

  1. შვეიცარია - 0%
  2. ფიჯი - 0.25%
  3. კამბოჯა - 0.46%
  4. იაპონია - 1%
  5. ტაილანდი - 1%
  6. სინგაპური - 1.19%
  7. სეიშელის კუნძულები - 1.75%
  8. შვედეთი - 1.75%
  9. დანია - 1.85%
  10. ბარბადოსი - 2%

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, საქართველო სამეზობლოში რეფინანსირების განაკვეთით მესამე ადგილს იკავებს. განაკვეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში იდენტურია, ყველაზე მაღალი კი - რუსეთშია.

  • სომხეთი - 6.5%
  • აზერბაიჯანი - 6.5%
  • საქართველო - 8.25%
  • რუსეთი - 14.25%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები