მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფორმულა" ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას და საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვს - განცხადება

ქეთა ციცქიშვილი

ტელეკომპანია "ფორმულა" ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ შეტევად აფასებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტის დაკავება მოხდა 20 ოქტომბერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი აქციაში მონაწილეობა გახდა.

"გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას. ჟურნალისტების გახშირებული დევნა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რომლის მიზანიც კრიტიკული აზრის ჩახშობაა", - ნათქვამია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ტელეკომპანია საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გამოხატონ ქმედითი მხარდაჭერა მედიის თავისუფლების დასაცავად.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს, დადგნენ თავისუფალი სიტყვის მხარეს და ხელი შეუწყონ იმას, რომ რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს“.

"ფორმულა" აცხადებს, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, გააგრძელებს მუშაობას და თავისუფალი მედიის პრინციპების დაცვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები