"ფორმულას" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
"ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა ! რომ ჰგონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს ! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ ქართული ოცნება / Georgian Dream
რუსებო!!! p.s დე-მა, ბებო/ბაბუ, არ ინერვიულოთ" - წერს ჟურნალისტი.




























