მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფორვარდულ გარიგებებს უკვე 125 კომპანია იყენებს” - მესტვირიშვილი

6206915510dae
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 23:00
1473
საქართველოს ეროვნული ბანკი კომპანიებს სავალუტო მეყეობისგან დაცვისთვის ჰეჯირების მექანიზმების გამოყენებისკენ მოუწოდებს. დღეს სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ბოლო სამ წელში კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ჰეჯირების, კონკრეტულად კი ფორვარდულ გარიგებებს გამოიყენებენ, სამჯერ გაიზარდა.

“ფორვარდული კონტრაქტების გამოყენება იზრდება, 2019 წელს თუკი მას 30 კომპანია იყენებდა, 2021 წელს იყო 125 კომპანია. ეს, რა თქმა უნდა, ცოტაა, თუმცა 2019 წელთან შედარებით გაორმაგებაა. განვითარებულ ქვეყნებში ფორვარდების წილი ბაზარზე უფრო მეტია, ვიდრე სპოტ-გარიგებების წილი. ამ ბაზარს აქვს განვითარების დიდი შესაძლებლობა და არსებობს ეს ფინანსური ინსტრუმენტები, რომ ბიზნესმა კურსის მოკლევადიანი მერყეობისგან თავი დაიცვას. ჩვენი მთავარი მესიჯიც ეს უნდა იყოს, რათა უფრო კონკურენტუნარიანი ბიზნესი გვქონდეს,” - აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

სავალუტო ფორვარდული კონტრაქტი არის ფართოდ მოხმარებადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სავალუტო რისკების ჰეჯირებისათვის (დაზღვევისათვის). ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში. ფორვარდის ინდექსი ორი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას წარმოადგენს. ფორვარდი არ არის გაცვლითი კურსის პროგნოზი.

სებ-ის მაგალითი - როგორ მუშაობს ფორვარდული გარიგება:

მაგალითად, კონკრეტული თარიღისათვის თუ რომელიმე X ბანკის 1-თვიანი სავალუტო ფორვადის ყიდვის ფასი არის 40.55, ხოლო კომერციული ბანკის მიერ აშშ დოლარის ყიდვის იმ დღის კურსი არის 1.6270, მაშინ ამ კომერციულ ბანკთან კლიენტს შეუძლია გააფორმოს სავალუტო ფორვარდული კონტრაქტი, რომლის ფორვარდული კურსი იქნება 1.6311 (1.6270+40.55/10000=1.6311).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები