მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოსტის შესახებ კანონპროეტზე კონსულტაციები სექტემბრის შემდეგ არ გვქონია - Fedex

623f68cc33d29
მარიამ ვარადაშვილი
26.03.22 23:00
1474

Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ ფოსტის შესახებ კანონპროექტის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში ჰქონდათ.

BMG-მ მენთეშაშვილს კონსულტაციების შესახებ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ თქვა, რომ ფოსტის შესახებ კანონი მომზადებულია და მხოლოდ სექტორთან კონსულტაციების ნაწილი დარჩა.

მენთეშაშვილის თქმით, ბოლო კომუნიკაციის დროს მათთვის მთავარი საკითხი, რაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ეხება, კვლავ ღიად იყო დატოვებული. აქედან გამომდინარე, Fedex-ის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ კანონპროექტის პარლამენტისთვის გაგზავნა სწორედ ამიტომ ჭიანურდება. 

“კონსულტაციების დროს შევთანხმდით, რომ კანონპროექტი კურიერულ მომსახურებას არ შეეხება. ეს განსაზღვრულია ევროკავშირთან შეთანხმებით და ევროკომისიამაც ამ საკითხზე მთავრობას მიუთითა, თუმცა იქ იყო ერთი საკითხი, რომელიც უნივერსალურ და კურიერულ მომსახურებას ეხებოდა. ახლა სურთ ფონდით ან რაიმე სხვა ფორმით კურიერული სერვისით დაკავებულმა ბიზნესმა დააფინანსოს ის დანაკლისი, რაც უნივერსალურ მომსახურებას ეხება. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვინც იქნება და ეს, სავარაუდოდ, საქართველოს ფოსტაა, რადგან დღეს ამას ის აკეთებს, როცა წაგებაზე გავა (რადგან უნივერსალური მომსახურების მიწოდება შედარებით დაბალფასიანია), მაშინ მისი დაფინანსების ვალდებულება ბიზნეს გვაქვს, რასაც პრეცედენტი არ აქვს”,-აცხადებს მენთეშაშვილი.

როდის შევა პარლამენტში "ფოსტისა" და "ელექტრონული ვაჭრობის შესახებ" კანონები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები